Your browser does not support SVG

ჩვენს შესახებ

კომპანიის საქმიანობა ორიენტირებულია და ხორციელდებაგენეტიკურად და ჯიშობრივად სუფთა ვაზის სტანდარტული ნამყენის ნერგის წარმოებაზე, დამკვეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე.კომპანიის მპლობელობაშია 68 ჰა მიწის ფართობი; 8 ჰა-ზე გაშენებულია ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეთა სადედე:
1. ბერლანდიური X რიპარია <5BB
2.შასლაX ბერლანდური- 41 B
3.რიპარიაX რუპესტრისი-101-14
4.ბერლანდიურიX  რიპარია-CO-4
5.რიპარიაX რუპესტრისი -3309
6.ფერკალი
7.რიხტერი-110
  აგრეთვე 8 ჰა-ზე გაშენებულია  აღმ.საქართველოს სამეწარმეო ვაზის ჯიშების სანამყენე სადედე;კერძოდ:რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, საფერავი. საფერავი ბუდეშურისებრი და სხვა.
  კომპანია აღჭურვილია კაპიტალური სპეცდანიშნულების შენობა -ნაგებოიბით: ვაზის სამყნობი დარბაზით, მ.შ.მანქანური მყნობის განყოფილებით, პარაფინატორებით, სასტრატიფიკაციო საკნებით-  კლიმატის რეჟიმით, სამყნობი მასალის, ნერგების შესანახი სარდაფით, მაცივრით, სანერგეში დასამუშავებელი, ნამყენის დარგვისთვის მოსამზადებელი ტექნიკით, ნერგის ამოსაღები მექანიზმით, სასხურებელი აპარატებით. სანერგის მთელ ფართობზე (10 ჰა) მოწყობილია წვეთოვანი მორწყვა და მულჩირება პოლიეთილენის აფკით.
მიმდინარე წელს დაიმყნო და სანერგეში მოთავსებულია 2.5 მლნ-ზე მეტი ნამყენი ნერგი, დამკვეთის მიერ შემოთავაზებული საწარმოო ჯიშებით. შეკვეთები მიიღება მთელი წლის განმავლობაში ნოემბრის ბოლომდე.
  მიიღება დამკვეთის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი დავალება საძირე და სანამყენე (კვირტის) მასალის თებერვლის ბოლომდე მოწოდებით (შემოტანის) უზრუნვეყოფის პირობით.
  ნერგის წარმოების გარდა კომპანია მოწოდებულია ითანამშრომლოს ვენახის გაშენებისა და მოვლის კონსულტაციების ფორმატით როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის საზღვრების გარეთაც.