Your browser does not support SVG

182 წელი შატო ჩაილური

ამჟამამად კომპანია “შატო ჩაილურის” წინამორბედი არის ნარგავების ჩილერის სანერგე

საგარეჯოს რაიონის სოფელი დიდი ჩაილური მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის სამხრეთ დასავლეთ კალთის მთისწინეთში (მთა ცივის ძირში). მისი გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილოეთ განედის 410 და 430 და აღმოსავლეთ გრძედის 400 და 460 შორის.
ჩაილური მდებარეობს თბილისი-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ქალაქ საგარეჯოდან სოფელ დიდ ჩაილურამდე მანძილი არის 17 კილომეტრი,ხოლო თბილისიდან 60კილომეტრს დაშორებით ცენტრალური მაგისტრალიდან მარცხენა მხარეს 500 მეტრის დაშორებითაა. პატარა ჩაილურიდან მას “მდინარე ჩაილური“ ჰყოფს, მის ჩრდილოეთით ცივგომბორის მთაა, ხოლო სამხრეთით მდინარე იორი, ვენახები, სახნავ-სათესი მიწები, სამხრეთ აღმოსავლეთით სოფლის ბოლოს ნიახურას ციხეა.
სოფლის სახელი შედგება ორი თურქულ-სპარსული სიტყვისაგან (ჩაი- წყალი, ლური-ხევი) და ნიშნავს ხევის წყალს არსებობს არსებობს მთელს საქართველოში გავრცელებული ერი მეტად ხატოვანი გამოთქმა:”ჩაილურის წყალი დალიაო” რაც ნიშნავს რომ “წასულია მისი საქმე” ანუ “დაკარგულია” ეს გამოთქმა ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართი ისტორიის ანარეკლს წარმოადგენს. ძნელბედობის ხანაში, როდესაც დაღესტნელი ფეოდალები თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთს, მდევარი, განსაკუთრებით ქართლიდან, ტყვეთა და მოპარული საქონლის დასახსნელად ჩაილურის ხევამდე მისდევდა მტერს. თუ წაართმევდნენ ტყვეებს მშობლიურ კერას უბრუნებდნენ თუ ვერ მიეწეოდნენ და ჩაილურის ხევს გადაასწრებდნენ მარბიელნი. შინ დაბრუნებული მდევარი უიმედოდ იტყოდა “ვერაფერი გავაწყეთ ჩაილურის წყალი დალიეს უკვეო”. რაც იმას ნიშნავდა რომ სამუდამოდ ეთხოვებოდნენ ნათესავები მშობლიური კერიდანმოწყვეტილ ახლობლებს.
ჩაილურის თემი ორ ნაწილად იყოფა დიდ და პატარა ჩაილურად. ორივე სოფელი ადრე უფრო ჩრდილოეთით იყო დასახლებული და ცალ-ცალკე სახელები ჰქონდა დაბლა ჩაილური და მაღლა ჩაილური. მაღლა ჩაილურელებმა დაარსეს დიდი ჩაილური, დაბლა ჩაილურელებმა პატარა ჩაილური. მაღლა ჩაილურელების ნამოსახლარების და წმინდა გიორგის ეკლესიის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. ღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სოფლის მოსახლეობა ხშირად სოფლის ტერიტორიაზე პოულობენ ქვასამარხებს. რომლებიც ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ანალოგიური აღმოჩენა შემთხვევით სკოლის მოსწავლეებმაც გააკეთეს. იმის გამო რომ სამარხები ძალზე ღარიბულია არქეოლოგები არ ინტერესდებიან.

1975

შატო მუხრანი

აშენდა 1975 წელს

1882

ბაგრატიონი 1882

მთავარი მომხმარებლები არიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კომპანიები.